
29 მაისის ამინდის პროგნოზი
29/05/2019 02:49:29 სხვა, საზოგადოება
სინოპტიკოსები უახლოესი დღეების განმავლობაში ისევ ცვალებად ამინდს პროგნოზირებენ. კერძოდ, 29-31 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია, სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დაბლობსა და ბარში 29-31 მაისს +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი.
რაც შეეხება თბილისს, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.
ცნობისთვის: გუშინ ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა. დაისეტყვა უბნები, დაზიანდა ავტომანქანები, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სეუძლებელი იყო გადაადგილება.