
პრეზიდენტის ფოტოგრაფი ამბობს, რომ გრიგორიადისის შეწყალების გამო ტოვებს სამსახურს
12/04/2024 20:04:57 საზოგადოება
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე ამბობს, რომ ტოვებს სამსახურს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გამო, რომელიც მარტის აქციების დროს დააკავეს. ამ აქციებზე აქციებზე საზოგადოება "აგენტების" შესახებ კანონს აპროტესტებდა.
მისი ხედვით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება სამშობლოს მსახურების შეურაცხყოფაა.
„ჩემს ცხოვრებაში მივიღე რთული და ამასთანავე, სამართლიანი გადაწყევტილება, დღეს მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო სამსახური, ბევრი ბრძოლა მაქვს გავლილი, არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა ვფიქრობ რომ პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანია შეურაცხყოფა ვინც სამშობლოს ემსახურება“,– დაწერა მან სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების ცხრა წლით აღკვეთა მიესაჯა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს.
გიორგი აბდალაძე ერთ-ერთია იმ ფოტოგრაფებიდან, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დააკავეს. მისი დაკავება მაშინვე შეფასდა პოლიტიკურად მოტივირებულად და არაერთი მხარდამჭერი აქცია გაიმართა.