Accentnews.ge
ისრაელის თავდაცვის ძალები: ირანის მიერ გამოყენებული 300-ზე მეტი დრონისა და რაკეტის 99% განეიტრალებულია

ისრაელის თავდაცვის ძალები: ირანის მიერ გამოყენებული 300-ზე მეტი დრონისა და რაკეტის 99% განეიტრალებულია

14/04/2024 06:25:11 მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერ დანიელ ჰაგარის ცნობით, წუხელ ირანის მიერ გამოყენებული 300-ზე მეტი დრონისა და რაკეტის 99% განეიტრალებულია.

"ეს შედეგი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული წარმატებაა“, – აცხადებს ჰაგარი.

მისი ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 170 დრონი, 30-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა და 120-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. მათგან ისრაელის ტერიტორიას რამდენიმე ბალისტიკურმა რაკეტამ მიაღწია, რამაც მცირე ზიანი მიაყენა საჰაერო ბაზას.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დაეხმარა ისრაელს დრონებისა და რაკეტების განეიტრალებაში. მან ისრაელს ურყევი მხარდაჭერა აღუთქვა.

ცნობისთვის: 14 აპრილს ევროპის დროით დაახლოებით 1.45 საათიდან ისრაელში დაიწყო საჰაერო განგაშის მაუწყებელი სირენების ხმა. ირანიდან გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტები ისრაელის საჰაერო სივრცეში შევიდნენ.

ირანიდან გაშვებულ დრონებს ისრაელამდე მიღწევისთვის რამდენიმე საათი სჭირდებათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში ბაზებზე განთავსებული აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები, ასევე ბრიტანეთისა და იორდანიის საჰაერო ძალები ისრაელისკენ მიმართული დრონების მოგერიებაში მონაწილეობდნენ.

ისრაელსა და ირანს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც ირანული მედიის ინფორმაციით, 1 აპრილს ისრაელმა ავიადარტყმა განახორციელა დამასკოში მდებარე ირანის საკონსულოს შენობაზე, რის შედეგადაც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შვიდი წევრი დაიღუპა. ირანის ცნობით, თავდასხმისას დაღუპულებს შორის არიან ირანის საგანგებო დანიშნულების რაზმების, ყუდსის ძალების ერთ-ერთი მეთაური, ბრიგადის გენერალი მოჰამედ რეზა ზაჰედი, მისი მოადგილე, ბრიგადის გენერალი მოჰამედ ჰადი რაჰიმი და მათი ხუთი კოლეგა. სირიაში მომხდარის გამო თეირანი საპასუხო ზომებით დაიმუქრა. ირანის მხრიდან შესაძლო საავიაციო იერიშების შესახებ ბოლო დღეებში უამრავი მედიასაშუალება წერდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S