
ჰადას მეიცადი: ისრაელი ძლიერი და გამძლეა
14/04/2024 06:30:17 მსოფლიო
ისრაელი ძლიერი და გამძლეა, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი სოციალურ ქსელში წერს.
„ტერორიზმის სპონსორმა სახელმწიფო ირანმა დაიწყო თავდასხმა ჩემს ქვეყანაზე. ისრაელი ძლიერი და გამძლეა. ის არასდროს არის მარტო. მადლობას ვუხდით ჩვენს მოკავშირეებს და მეგობრებს ჩვენთან დგომისთვის“, – განაცხადა ელჩმა.
შეგახსენებთ, ისრაელმა განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დრონებისა და რაკეტების აბსოლუტური უმრავლესობა მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმის დაშავდა სულ მცირე ერთი ადამიანი. დაშავებული 7 წლის გოგონაა.
იხილეთ ასევე: ჯო ბაიდენი: ჩვენ დავეხმარეთ ისრაელს ჩამოეგდო თითქმის ყველა დრონი და რაკეტა