Accentnews.ge
ენტონი ბლინკენი: უმკაცრესად ვგმობთ ირანის თავდასხმას - გავაგრძელებთ ისრაელის თავდაცვის მხარდაჭერას

ენტონი ბლინკენი: უმკაცრესად ვგმობთ ირანის თავდასხმას - გავაგრძელებთ ისრაელის თავდაცვის მხარდაჭერას

14/04/2024 06:58:11 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ისრაელზე ირანის თავდასხმის შემდეგ, შეერთებული შტატები მოკავშირეებთან და პარტნიორებთან რეგიონსა და მთელ მსოფლიოში მომდევნო საათების და დღეების განმავლობაში კონსულტაციებს გამართავს.

„აშშ უმკაცრესად გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვსურს ესკალაცია, გავაგრძელებთ ისრაელის თავდაცვის მხარდაჭერას და როგორც პრეზიდენტმა ცხადყო, დავიცავთ აშშ-ის პერსონალს“,- აღნიშნა ბლინკენმა.

შეგახსენებთ, ისრაელმა განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99%-ი მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმის დაშავდა სულ მცირე ერთი ადამიანი. დაშავებული 7 წლის გოგონაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S