Accentnews.ge
ნიკა სიმონიშვილი: ხელისუფლება ამ კანონპროექტს უკან თავისით არ გაიწვევს, ერთადერთი გზა პროტესტია

ნიკა სიმონიშვილი: ხელისუფლება ამ კანონპროექტს უკან თავისით არ გაიწვევს, ერთადერთი გზა პროტესტია

15/04/2024 08:10:44 პოლიტიკა, საზოგადოება

იურისტი ნიკა სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება "აგენტების" შესახებ კანონპროექტს უკან თავისით არ გაიწვევს.

მისი თქმით, "ერთადერთი გზა პროტესტია, რომელიც საზოგადოებაშია და კიდევ იქნება"

„ეს კანონი ყველანაირ ევროპულ ღირებულებასა და პრინციპს ეწინააღმდეგება. ეს, ცალსახად, არის იმ კანონის ანალოგი, რომელიც 2012 წელს რუსეთში მიიღეს და რომელმაც, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის გაქრობა გამოიწვია. რა პროცესიც პარლამენტში მიმდინარეობს, ეს ჩვენ წინა წელს ვნახეთ და საზოგადოებამ, თქვა - „არა რუსულ კანონს“ და კიდევ იტყვის. ეს კანონი ქვეყანას არ სჭირდება და სიკეთეს არ მოუტანს. ხელისუფლება ამ კანონპროექტს უკან თავისით არ გაიწვევს. ერთადერთი გზა პროტესტია, რომელიც საზოგადოებაშია და კიდევ იქნება", - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

ცნობისთვის: პარლამენტმა "აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვა დღეიდან დაიწყო.

სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით განხილვის პარალელურად, აქცია იმართება.

აქცია სახელწოდებით „არა რუსულ კანონს“ პარლამენტის შენობასთან დილიდან მიმდინარეობს, ასევე, აქცია არის ჩანიშნული პარლამენტის წინ 19:00 საათზე.

„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.

8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დარეგისტრირდა.

ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S