
ახალგორიდან თბილისში გადმოსულ ოჯახს დახმარება სჭირდება
25/12/2019 08:18:46 კონფლიქტები
ახალგორის ოკუპირებული რაიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულ ოჯახს დახმარება სჭირდება. ამის შესახებ ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მეგობრებო, რამდენიმე ადამიანმა გზის დაკეტვის გამო უკან ვეღარ მოახერხა დაბრუნება და უკვე მეოთხე თვეა სახლებიდან და ოჯახებიდან შორს უწევთ ცხოვრება. მათგან გამოვყოფ ერთ ახალგაზრდა დედას, რომელიც თბილისში მეოთხე შვილის გასაჩენად წავიდა. ქმარი აქეთ მოჰყვა და ცოლს ვერაფრით ეხმარება. 4 შვილით დევნილის დახმარებით ცხოვრება რთულია. საახალწლოდ ბევრი ადამიანი ითხოვს დახმარებას, მასზე გაჭირვებულებიც მაგრამ რისი საშუალებაც გექნებათ, იქნებ გავახაროთ? ვკონტაქტობ მასთან და არც ერთხელ დაუჩივლია თუნდაც პამპერსი, ჩასაცმელი ან საკვები... სახლში დაბრუნება უნდა მხოლოდ. თუ დაინტერესდებით, მის საკონტაქტო ნომერს მოგცემთ. მადლობა, წინასწარ“, – წერს მეარაყიშვილი „ფეისბუქში“ პირად გვერდზე.