საით არის მიმართული „რუსული ანტენა“ რატომ არ უკრავს ტაშს კრემლი

25-12-2019 13:10:28 ანალიზი

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) ახალ სტრუქტურასთან თანამშრომლობაზე რუსეთის ხელისუფლებამ უარი თქვა. ახალი სტრუქტურის უფლებამოსილებაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ინციდენტების გამოძიება და მათ მოწყობაში დამნაშავეების იდენტიფიცირება შედის. აღსანიშნავია, რომ OPCW-ს არსებობის ისტორიაში პირველად - წელს, აკრძალული ქიმიური ნივთიერებების სიას ახალი ნივთიერება დაემატა. ორგანიზაცია 1997 წელს შეიქმნა და სწორედ მაშინ შედგა აკრძალული მომწამვლელი ნივთიერებების სია, რომელიც აქამდე არასოდეს შეცვლილა. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის სათავო ოფისში, ჰააგაში, რამდენიმე დღის წინ გამართულ პლენარულ სხდომაზე გადაწყდა, რომ ორგანიზაციამ აკრძალული ნივთიერებების სიაში უნდა შეიყვანოს „ნოვიჩოკი“; ეს არის ნივთიერება, რომელიც საბჭოთა კავშირში შექმნეს და სერგეი სკრიპალზე და მის ქალიშვილზე მოწამვლისთვის გამოიყენეს. ამ გადაწყვეტილების მიღებას ორგანიზაციის წევრები აპლოდისმენტებით შეხვდნენ...თითქმის ყველამ დაუკრა ტაში. ვინ არ დაუკრა? რა თქმა უნდა რუსეთის დელეგაციამ...

ორგანიზაციის ყოველწლიური პლენარული სხდომა ჰააგაში, 25 ნოემბერს გაიხსნა. ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა დაამტკიცეს ორგანიზაციის ბიუჯეტი 2020 წლისთვის, რომელიც 71 მილიონი ევროს მოცულობისაა. რუსეთმა, ჩინეთმა და სირიამ ამ ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირეს. მოსკოვი ბიუჯეტის მიღების დაბლოკვას ცდილობდა, რადგან ახალ ბიუჯეტში ჩაიდო თანხები ერთდროულად კონვენციური და არაკონვენციური საქმიანობისთვის. არაკონვენციური საქმიანობა გულისხმობს საბრალდებო მექანიზმის ამუშავებას, რომელიც ქიმიური შეტევების განმახორციელებლების იდენტიფიცირებას ისახავს მიზნად.

მართალია, რუსეთი თავისი სახელმწიფოს მნიშვნელობიდან, ამბიციებიდან, მიზნებიდან თუ ინტერესებიდან გამომდინარე მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის წონიანი წევრია, თუმცა ეს არ უშლის მას ხელს იმაში, რომ პარალელურად ამ ორგანიზაციების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს... ყველა ხერხით! როგორც ბოლო დროინდელმა მოვლენებმაც ცხადყო, კრემლი გამოკვეთილ პარტნიორ ქვეყნებშიც კი ხშირად ბინძურად აფათურებს ხელებს. მსგავს მოქმედებებს ძირითადად „ГРУ“-ს თანამშრომლების მეშვეობით ახორციელებს. თუმცა, ასევე სულ უფრო და უფრო ხშირად, ამ ქმედებების კვალზე ევროპელი სამართალდამცველები და დამოუკიდებელი მედია გადიან. როგორც არ უნდა ტრაბახობდეს პრეზიდენტი პუტინი თავისი სპეცსამსახურების სიძლიერით, მათი ქმედებების პრევენცია უკვე სულ უფრო და უფრო ხშირად ხდება. მაგალითისთვის, იგივე ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) სერვერებზე თავდასხმის მცდელობის აღკვეთა შეიძლება მოვიყვანოთ.

2018 წლის აპრილში, ჰააგაში, რუსული სპეცსამსახურის თანამშრომლებმა, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის სერვერების გატეხვა სცადეს. მათი გეგმა ნიდერლანდების ხელისუფლებამ ჩაშალა. დიპლომატიური პასპორტების მქონე 4 რუსი ჯაშუში გაძევებულ იქნა ქვეყნიდან. ამ ქვეყნის სამხედრო დაზვერვამ სავარაუდო რუსი ჯაშუშების ფოტოები და ვინაობაც კი გაასაჯაროვა. ესენი იყვნენ ალექ­სეი მო­რე­ნე­ცი, ევ­გე­ნი სე­რებ­რი­ა­კო­ვი, ოლეგ სოტ­ნი­კო­ვი და ალექ­სეი მი­ნი­ნი. არსებული ინფორმაციით, რუსი ჰაკერები, სკრიპალების მოწამლვის საქმეში, რუსეთის როლის შესახებ OPCW-ს მიერ აღმოჩენილი სამხილების ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ. ჰოლანდიის სამართალდამცველების აზრით, ოთხი­ვე მათ­გა­ნი ე.წ. ГРУ -ს თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. ასევე, გაირკვა, რომ მათი ინტერესის საგანი იყო შვეიცარიაში არსებული ქიმიური ლაბორატორია და ის გამოძიებაც, რომელსაც ჰოლანდია დონბასში, სეპარატისტების მიერ მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე ატარებს. ყველა ის თემა, რომელიც მათი ინტერესის საგანი იყო, უკიდურესად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის- ეს არის საკითხები, სადაც რუსეთის როგორც სახელმწიფოს ბრალეულობა იკვეთება.

ნი­დერ­ლან­დე­ბის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, რუსი ჯაშუშები სპეც­საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნებს, ხოლო მო­ბი­ლუ­რი სიხ­ში­რის­თვის კომ­პი­უ­ტუ­რულ სიგ­ნალს იყე­ნებ­დნენ. და­კა­ვე­ბუ­ლებს სა­ბარ­გულ­ში ტრანსფორ­მა­ტო­რი და რამ­დე­ნი­მე ელე­მენ­ტი აღ­მო­აჩ­ნდათ, ასე­ვე მან­ქა­ნის სა­ლონ­ში ნა­პოვ­ნი იყო ძლი­ე­რი მო­ნა­ცე­მე­ბის კომ­პი­უ­ტე­რი, ან­ტე­ნა და სმარ­ტფო­ნე­ბი. ჰა­კე­რე­ბი მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის კომ­პი­უ­ტე­რებს პა­რო­ლებს ხსნიდ­ნენ და სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლებს იპა­რავ­დნენ. ან­ტე­ნა ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის აკ­რძალ­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­კენ ჰქონ­დათ მი­მარ­თუ­ლი. და­კა­ვე­ბამ­დე რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­მუ­შაო ტექ­ნი­კის, მათ შო­რის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას ცდი­ლობ­დნენ, რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც ვერ შეძ­ლეს. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ და­კა­ვე­ბუ­ლი სარ­გებ­ლობ­და ნო­უთ­ბუ­ქით, რომ­ლი­თაც მა­ლა­ი­ზი­ა­ში, არა­სან­ქცი­რე­ბუ­ლი გზე­ბით წვდო­მას ცდი­ლობ­და. მომხდარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. მაშინ სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ნიდერლანდებში დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებს უნდა მოეხდინათ საელჩოს საინფორმაციო სისტემების ტესტირება და მათი ჩასვლა ჰააგაში რუტინული იყო. თუმცა, მას არ განუხილავს ის ფაქტი, რომ „რუსული ანტენა“ მიმართული იყო OPCW-ს შტაბბინისკენ და არა რუსეთის საელჩოსკენ, სხვა სამხილების არსებობაც საჯაროდ არ გაურჩევია.

ფაქტია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი იყენებს ყველა ხერხს რათა საკუთარ მიზანს მიაღწიოს; რუსეთი აგრძელებს კიბერ შეტევებს, ე.წ ტროლების ქარხნების ქსელების გაბმას მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმ პირების თუ ორგანიზაციების წინააღმდეგ, ვინც მათ მიზნებს ეწინააღმდეგება. ეს ნათლად გამოჩნდა ამ შემთხვევაშიც. მიუხედავად იმისა, რომ მარია ზახაროვამ მომხდარი მეზღაპრე ანდერსონის ზღაპრებს შეადარა, მისი ირონიული რეპლიკები ვერავის მოატყუებს.

თანაც, უკვე ფაქტია, რომ რუსეთის ხელისუფლების არასანქცირებული, არასამართლიანი, მიუღებელი მოქმედებების შედეგებს თავადვე რუსეთის მოქალაქეები უფრო ხშირად იმკიან. ამის მაგალითია, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ რუსეთს 4 წლით მსოფლიოს ჩემპიონატებსა და ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთმევა. მიზეზი კი ის არის, რომ რუსმა სპორტსმენებმა, კრემლის ჩინოვნიკების დახმარებით, სპეცსამსახურების ჩართულობითაც კი, დოპინგით მოახერხეს მსოფლიო სპორტის დაბინძურება . უკვე აღარ დარჩა სფერო თუ საკითხი, სადაც კრემლი საფრთხეს არ ქმნის, სიბინძურეს არ ავრცელებს და მავნებლობას არ ეწევა!

სოფიო უგრეხელიძე

ახალი ამბები

სხვა სიახლეები