Accentnews.ge
ალეკო ელისაშვილი: სახლში მოვარდნენ, მთაწმინდაზე, ნიღბებით, მეზობლებმა გაყარეს, ველოდები ყველაფერს, რადგან ყველაფერზე წამსვლელები არიან

ალეკო ელისაშვილი: სახლში მოვარდნენ, მთაწმინდაზე, ნიღბებით, მეზობლებმა გაყარეს, ველოდები ყველაფერს, რადგან ყველაფერზე წამსვლელები არიან

15/04/2024 17:25:05 პოლიტიკა, საზოგადოება

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მის სახლთან რამდენიმე ნიღბიანი მივიდა.

„ეგრევე სახლში მოვარდნენ, მთაწმინდაზე, ნიღბებით, 3-4 ბავშვი იყო. ძალიან ცუდი რომ ასეთ ასაკში ასეთ რამეს აკეთებენ. დაიწყეს მოხატვა, მე რეაქციაც კი ვერ მოვასწარი, მეზობლებმა ეგრევე გაყარეს. ველოდები ყველაფერს, იმიტომ, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან. არაფრის მეშინია, გიჟი არ ვარ. ახლა არის არჩევანი საქართველო იქნება თავისუფალი ქვეყანა თუ შეგვათრევენ რუსეთში. ამას როგორც შემეძლო წინ აღვუდექი და აღვუდგები. არც ხულიგანი ვარ და არც ძველი ბიჭი, უბრალოდ, მე დავიბადე საზიზღარ საბჭოთა კავშირში და მინდა ვიცხოვრო თავისუფალ საქართველოში. მეც კაი გავილახე ეგრე კი არაა, 10 კაცი მცემდა. არა უშავს, სისულელეების გამო ვარ ახალგაზრდობაში ხანდახან ნაცემი, საქართველოს გამო რომ მომხვდა, პირიქით, ძალიან მეამაყება“,- განაცხადა ელისაშვილმა “მთავარ არხთან“ საუბრისას.

ცნობისთვის: პარლამენტმა "აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვა დღეიდან დაიწყო. კომიტეტის სხდომაზე პერიოდულად ხმაურია.

განხილვის პარალელურად, აქცია მიმდინარეობს.

„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S