Accentnews.ge
ოპოზიცია „პოლიტიკური დევნის ფაქტების შემსწავლელ ინტერპარტიულ კომისიას“ ქმნის

ოპოზიცია „პოლიტიკური დევნის ფაქტების შემსწავლელ ინტერპარტიულ კომისიას“ ქმნის

25/12/2019 09:03:13 საშინაო პოლიტიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, ოპოზიციური ფორმატის გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნილი, „პოლიტიკური დევნის ფაქტების შემსწავლელი ინტერპარტიული კომისიის“ პრეზენტაცია მიმდინარეობს.

ოპოზიციის ლიდერების ინფორმაციით, ჯგუფი პოლიტიკური დევნის ფაქტების შეისწავლის. ოპოზიციის წევრები განცხადებით, მათ ორ სიაზე უნდა იმუშაონ. პირველ სიაში გაერთიანდებიან ის ადამიანები, რომლებიც არიან პოლიტიკურად დევნილები. ხოლო მეორე სიაში, კი ე.წ. ჯალათები, პოლიტიკური დევნის განმახორციელებლები მოიყრიან თავს. ოპოზიცია ამბობს, რომ სიას და პოლიტიკური დევნის კონკრეტული ფაქტების ჩამონათვალს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს და ევროკავშირს გადაუგზავნის.

ოპოზიცია ე.წ. შავს სიას 8 იანვარს გამოაქვეყნებს.

"ლეიბორისტული პარტიის" წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა ე.წ. შავ სიაში შესაყვანი კონკრეტული გვარებიც დაასახელა: "თამამად შეიძლება თქმა, რომ პოლიტიკური რეპრესიების განმხორციელებელი მთავარი პირები არიან, რა თქმა უნდა, ივანიშვილი, გახარია, ჩუბინიძე, მათი ბრძანებების შემსრულებელი სირაძე, თადუმაძე, ვასაძე, ფილიშვილი. ეს არის მცირე ჩამონათვალი ამ სიიდან. 200-ზე მეტი ადამიანი უკანონო პოლიტიკური დაკავების მსხვერპლი იყო. გაცილებით უფრო დიდი სია იქნება".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S