16-04-2024 21:08:59 საზოგადოება
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „აგენტების“ შესახებ კანონპროექტის განხილვა დღეს ვერ დასრულდა, შესაბამისად, პირველი მოსმენით კენჭისყრაც დღეს არ შედგა.
„საკითხი ამოწურული არ არის, ვინაიდან ხვალინდელ დღეზე გადადის“,– თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ხვალ სიტყვით გამოვლენ ოპოზიცონერი დეპუტატები და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.
დღეს პლენარული სხდომა 21:00 საათზე დაიხურა, როგორც რეგლამენტით განსაზღვრული წესია. გამოსვლები ხვალ, 17 აპრილს, 12:00 საათზე განახლდება.