
გაგრაში, ოჩამჩირეში, გალში, გუდაუთასა და სოხუმში ტყის ხანძრებია
25/12/2019 12:47:26 კონფლიქტები
აფხაზური მედიის ინფორმაციით, გაგრის, ოჩამჩირეს, გალის, გუდაუთისა და სოხუმის რაიონებში ტყის ხანძრებია.
„სამაშველო ჯგუფი საგანგებო რეჟიმში მუშაობს უკვე მესამე დღეა. ცეცხლის კერები მიუწვდომელ ადგილებშია. წვიმის გარეშე ჩვენ ყველას ჩაქრობას ვერ შევძლებთ. მთელს იმედებს იმაზე ვამყარებთ, რომ ამ საღამოს იწვიმებს, იქამდე კი ვაგრძელებთ მუშაობას, რომ სიტუაცია კონტროლს დაექვემდებაროს“,- განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახანძრო-სამაშველო სამსახურის სოხუმის განყოფილების უფროსმა თიმურ კვიცინიამ.