პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო

17-04-2024 14:35:24 პოლიტიკა

83 ხმით, 0-ის წინააღმდეგ - პარლამენტმა ე.წ. აგენტების კანონი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის მომხსენებელი იყო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

კანონპროექტის განხილვას ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დარბაზი დაატოვებინა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას და „ლელო“-ს წევრი ანა ნაცვლიშვილი.

პოლიტიკური ჯგუფის, „საქართველოსთვის“ ალტერნატიული ინიციატივებს კი პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით.

საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები