მამუკა მდინარაძე – ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებზე: უტევენ ამ დღეების განმავლობაში და დადგნენ და დაწერეს ამ ბიჭებმა

17-04-2024 14:40:34 ციტატა

"ბიჭებმა რომ დაწერეს, ფეხბურთელებმა - აბა, რა უნდა ქნან?! აღარ იციან, საიდან შეუტიონ, ნუ ჩარევთ-მეთქი - ყველას გვიყვარს, ყველასია ჩვენია, საერთო ღირებულებებია, საერთო ეროვნული ინტერესია - არა, უტევენ ამ დღეების განმავლობაში და დადგნენ და ამ ბიჭებმა დაწერეს მართლა. რა ქნა „ნაცმოძრაობის“არხმა - ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილს სიტყვა „მშვიდობა“ ამოუღეს. წარმოიდგინეთ, რა თეორიებში, ეჭვებში და ავადმყოფობაში არიან. სიტყვა „მშვიდობას“ ხშირად „ქართული ოცნება“ ახსენებს და ამ ბიჭებმაც რომ დაწერეს საერთო ტრენდში ჩაჯდა, მაგრამ აქ ვარგაო და გაუყალბეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები