Accentnews.ge
ქუთაისის მერიამ ნიკეას ქუჩაზე დროშის აღსამართად ტენდერი უკვე მეექვსედ გამოაცხადა

ქუთაისის მერიამ ნიკეას ქუჩაზე დროშის აღსამართად ტენდერი უკვე მეექვსედ გამოაცხადა

25/12/2019 14:49:09 საშინაო პოლიტიკა

"ფლანგვის დეტექტორის" განცხადებით, ქუთაისის მერიამ უკვე მეექვსედ გამოაცხადა ტენდერი ნიკეას ქუჩაზე დროშის აღსამართად. ტენდერის ღირებულება 49 959 ლარია.

34 მეტრიან სადგამზე დროშის აღსამართად მერიამ პირველი ტენდერი 2018 წლის მარტში გამოაცხადა, თუმცა ტენდერი, რომლის ღირებულებაც 4500 ლარი იყო, არ შედგა. მეორე ტენდერი მერიამ 2018 წლის აპრილში გამოაცხადა. ამჯერად ტენდერის ღირებულება 65 651 ლარი იყო, თუმცა ტენდერი კვლავ ჩაიშალა. მესამედ მერიამ 2019 წლის თებერვალში გამოაცხადა ტენდერი, რომლის ღირებულებაც 36 299 ლარს შეადგენდა. როგორც აღმოჩნდა, მერიას წინა სამი ტენდერი ისე ჰქონდა გამოცხადებული, რომ არ შეუსწავლია მიწა, რომელზეც სადგამი უნდა განთავსებულიყო. მიტომ, მერიამ მეოთხე 5 000–ლარიანი ტენდერი გამოაცხადა ნიადაგის შესასწავლად. ტენდერი ამჯერადაც არ შედგა. მეხუთე ტენდერი 2019 წლის ნოემბერში გამოცხადდა, ღირებულება 49 959 ლარს შეადგენდა და გამარჯვებული საკრებულოს წევრის ამირან კოპალეიშვილის ოჯახის კომპანია იყო. თუმცა მოგვიანებით კომპანიამ ხელშეკრულების დადებაზე უარი განაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S