პოლიციამ ელისაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორიიდან გაიყვანა

18-04-2024 00:03:18 საზოგადოება

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ „მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება იყო.

ალეკო ელისაშვილმა რამდენჯერმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, რისი საშუალებაც მას სამართალდამცველებმა არ მისცეს.

საბოლოოდ, ელისაშვილი პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა. როგორც სამართალდამცველებმა აღნიშნეს, ვინაიდან ელისაშვილი დეპუტატია, მას ვერ დააკავებენ, ამიტომ მისი ტერიტორიიდან განრიდება მოხდა.

მთავრობის ადმინისტრაციასთან ვითარება პერიოდულად იძაბება.

სამართალდამცველები დემონსტრანტებს მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.

აქციაზე მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას მოითხოვენ.

აქციის ერთ-ერთი წამყვანის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლების შემდეგ ხელისუფლებისგან "აგენტების" შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევას და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. ასევე, შეკრებილების მოთხოვნაა, აქციაზე გავიდეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები