ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი: ამ კანონმა შეიძლება, დააზიანოს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა

18-04-2024 17:21:48 ციტატა

"შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღებით. ამან შეიძლება, ხელი შეუშალოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გადამწყვეტ მუშაობას. ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შეიძლება, დააზიანოს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა", - ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანკე ბრუინს სლოტი სოციალურ ქსელში წერს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები