ელისაშვილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს

18-04-2024 17:29:01 სამართალი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დეპუტატ ალეკო ელისაშვილის ცემის საქმის შესწავლა დაიწყო.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სახალხო დამცველის მომართვის საფუძველზე ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესწავლა დაიწყო, ელისაშვილი დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში, სადაც მოხდება გამოძიების ფარგლებში მისი გამოკითხვა“, - ამბობენ სპეციალურ საგამოძიებო უწყებაში.

ალეკო ელისაშვილი ყვება, რომ 17 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან სამართალდამცველებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს.

„უშუალოს ვაჟა სირაძის [საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – რედ.] მითითებით, რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, ამ დროს წავიქეცი და იქ დაგდებულს გვირტყამდნენ გამეტებით. შემდეგ ვიყავი რამდენიმე საათის განმავლობაში, გადამიყვანეს წერეთელზე, შსს-ს დიდუბის განყოფილებაში (იქ ნორმალური, ადამიანური გარემო იყო)... მოვედი კლინიკაში, ძალიან მტკიოდა [გვერდი] და აღმოჩნდა, რომ ერთი ნეკნი მაქვს გატეხილი. ანჯელინა ჯოლის "ტუჩიც“ მოვიპოვე ბრძოლით“, - თქვა ალეკო ელისაშვილმა 18 აპრილს ჟურნალისტებთან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები