Accentnews.ge
ჰაგთალაბი: ირანმა შესაძლოა, თავის „ბირთვულ დოქტრინას“ გადახედოს

ჰაგთალაბი: ირანმა შესაძლოა, თავის „ბირთვულ დოქტრინას“ გადახედოს

18/04/2024 15:50:23 მსოფლიო

ირანმა შესაძლოა, თავის „ბირთვულ დოქტრინას“ გადახედოს. ამის შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთმა მეთაურმა აჰმად ჰაგთალაბმა განაცხადა, რომელიც ქვეყნის ბირთვულ უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი.

„ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ სიონისტური რეჟიმის მუქარები საშუალებას გვაძლევს, გადავხედოთ ჩვენს ბირთვულ დოქტრინას და გადავუხვიოთ ჩვენს წინა შეხედულებებს“, – ციტირებს "როიტერი" სამხედრო მაღალჩინოსანს ირანულ მედიაზე დაყრდნობით.

მისი თქმით, ირანის შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაშია, ხოლო ისრაელის ყველა ბირთვული ცენტრი იდენტიფიცირებულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S