Accentnews.ge
კალაძე – ტელეარხებისთვის ინკასოს დადებაზე: "ხალხის ხარჯზე რატომ უნდა ფუნქციონირებდეს ტელევიზიები?"

კალაძე – ტელეარხებისთვის ინკასოს დადებაზე: "ხალხის ხარჯზე რატომ უნდა ფუნქციონირებდეს ტელევიზიები?"

26/12/2019 06:17:01 საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება

მმართველი პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე რიგი ტელეკომპანიებისთვის ინკასოს დადების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს რომ, კერძო ტელევიზიები გადასახადების გადამხდელების ხარჯზე არ უნდა ფუნქციონირებდნენ.

"თემას არ ვიცნობ, მაგრამ დავალიანება თუ აქვთ, რა თქმა უნდა გადასახდელია. ხალხის ხარჯზე რატომ უნდა ფუნქციონირებდეს ტელევიზიები. ეს არასწორია", - განაცხადა კახა კალაძემ.

ფინანსთა სამინისტროს მიერ ტელევიზიებზე ინკასოს დადებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ორმაგ სტანდარტად აფასებენ. ოპოზიციის განცხადებით, მმართველ გუნდს ტელევიზიებთან დაკავშირებით ორმაგი სტანდარტი აქვს და თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლას ახდენენ.

უმრავლესობაში კი ორმაგ სტანდრტს გამორიცხავენ. ტელეკომპანიებს "რუსთავი 2"-ს "პირველსა" და "კავკასიას" ანგარიშებზე ინკასო გუშინ დაედო.

შეგახსენებთ, რომ 23 დეკემბერს ფინანსთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ტელევიზიებს დავალიანების ძირი თანხის დასაფარად ერთ დღეს აძლევდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S