20-04-2024 14:16:10 საზოგადოება
პარლამენტს წარედგინება პროექტი, რომლის მიღების შედეგად, საჯარო დაწესებულებებს მეტი სტაჟიორის აყვანის შესაძლებლობა ექნება.
ამჟამად მოქმედი კანონით, სტაჟიორთა რაოდენობა საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რაოდენობის 10%-ზე მეტი არ უნდა იყოს. ცვლილებით კი ეს მაჩვენებელი 20%-მდე გაიზრდება. ანაზღაურებადი ხდება საჯარო დაწესებულებების სტაჟიორთა მივლინების ხარჯებიც. გასულ წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ სტაჟიორთა საქმიანობა ანაზღაურებადი გახდა.
ცვლილებები პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.