Accentnews.ge
ახალგაზრდები პარლამენტთან აქციას 21 აპრილსაც გამართავენ

ახალგაზრდები პარლამენტთან აქციას 21 აპრილსაც გამართავენ

20/04/2024 21:06:32 საზოგადოება

დღეს "აგენტების კანონის" მიღების წინააღმდეგ ახალგაზრდების მიერ სპონტანურად მოწყობილი აქციების მესამე დღე იყო.

როგორც განიმარტა, აქცია 21 აპრილსაც გაიმართება. შეკრების დრო და ადგილი უცვლელია – საკანონმდებლო ორგანოსთან 19:00 საათზე. გაიმართება მსვლელობებიც, თუმცა მიმართულებებს წინასწარ არ ასახელებენ.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ იმყოფებიან, მათ დღეს მსვლელობები დაასრულეს, თუმცა, აქცია გრძელდება.

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ისევ გადაკეტილია.

19 აპრილს, დემონსტრანტებმა პარლამენტიდან გმირთა მოედნამდე გამართეს მსვლელობა და გმირთა მემორიალთან ფიციც დადეს, რომ ბრძოლას არ შეწყვეტენ.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ქართველი პატრიოტები, შევიკრიბეთ აქ, გმირთა მოედანზე, რათა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და დავდოთ ფიცი, მათი სულების წინაშე, ვფიცავ, რომ არასდროს დავთმობთ მათი სიცოცხლის ფასად მოპოვებულ თავისუფლებას. ვფიცავ, რომ არასდროს შევურიგდებით ძალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტრისთვის, რუსეთისთვის დათმობას ცდილობს. ვიდგებით ერთმანეთის მხარდამხარ და დავიცავთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ენას, ჩვენს მამულს და ერთობას.

ვფიცავ! ვფიცავ! ვფიცავ! - ასეთია მათი ფიცი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S