
ლიეტუვამ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავი გადასცა
21/04/2024 10:24:11 მსოფლიო
ლიეტუვამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს "L-39ZA Albatross"–ის ტიპის თვითმფრინავი გადასცა.
როგორც ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, უკრაინაში სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პარტია ჩავიდა.
"ჩვენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მივაწოდეთ დაშლილი L - 39ZA Albatros -ის ტიპის მსუბუქი მოიერიშე თვითმფრინავი", - ნათქვამია ლიეტუვის თავდაცვის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ლიეტუვაში ასეთი თვითმფრინავები გამოიყენებოდა ოფიცრების მოსამზადებლად, მფრინავების საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით.