Accentnews.ge
ზელენსკი– აშშ-ის მიერ დახმარების დამტკიცებაზე: უკრაინა გამარჯვების შანსს მიიღებს

ზელენსკი– აშშ-ის მიერ დახმარების დამტკიცებაზე: უკრაინა გამარჯვების შანსს მიიღებს

22/04/2024 05:28:28 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეერთებული შტატების ახალი დახმარება, რომელიც აშშ-ის კონგრესმა უნდა დაამტკიცოს, უკრაინას გამარჯვების შანსს მისცემს.

”ვფიქრობ, რომ ეს დახმარება ნამდვილად გააძლიერებს შეიარაღებულ ძალებს და ჩვენ გვექნება გამარჯვების შანსი, თუ უკრაინა ნამდვილად მიიღებს იარაღის სისტემას, რომელიც ასე გვჭირდება, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ათასობით ჯარისკაცს,” - განაცხადა ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ NBC News-თან ინტერვიუში.

მან იმედი გამოთქვა, რომ სენატი მიმდინარე კვირაში მიიღებს კანონპროექტს, რომელიც შაბათს კონგრესის ქვედა პალატამ დაამტკიცა.

მისი თქმით, უკრაინას განსაკუთრებით სჭირდება შორ მანძილზე მოქმედი იარაღი.

ცნობისთვის: აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ 21 აპრილს დაამტკიცა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფა. დოკუმენტის თანახმად, უკრაინა მიიღებს 60,84 მილიარდ დოლარს. დახმარების კანონის დამტკიცებისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ხელმოწერის შემდეგ აშშ-ის სამხედრო დახმარების პირველი ნაკადი შესაძლოა, უკრაინაში მომდევნო კვირაში გაიგზავნოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S