
გერმანიაში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
22/04/2024 11:18:08 მსოფლიო
გერმანიაში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.
გერმანელი პრკურორების თქმით, ორი კაცსა და ერთ ქალს ბრალად ედებათ ჩინეთის საიდუმლო სამსახურებთან თანამშრობლობა, სამხედრო ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის გადაცემის მიზნით.
"დაკავების მომენტში ეჭვმიტანილებს მოლაპარაკება ჰქონდათ კვლევით პროექტებზე, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო ჩინეთის საზღვაო საბრძოლო ძალის გაფართოების მიზნით", – აცხადებენ პროკურორები.
ჩინეთს ამ ცნობებზე განცხადება ჯერ–ჯერობით არ გაუვრცელებია.