Accentnews.ge
განათლების მინისტრი: სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობს, ეს იყო ცრუ განგაში

განათლების მინისტრი: სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობს, ეს იყო ცრუ განგაში

22/04/2024 12:06:18 პოლიტიკა, საზოგადოება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი ამილახვარის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, არც ერთ სკოლაში არ აღმოჩნდა ის, რაზეც მითითება იყო სკოლებზე ტერაქტების თაობაზე „ტელეგრამით“ გავრცელებულ მუქარის შემცველ ინფორმაციაში.

მინისტრის თქმით, არავითარი საფუძველი სასწავლო პროცესის გადადების თაობაზე არ არსებობს.

როგორც ამილახვარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, შესაბამისი უწყებები უკვე იძიებენ, ვინ იდგა სკოლებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის უკან.

"ბუნებრივია, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, სწრაფად მიგვეწოდებინა სასკოლო საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია. არავითარი პანიკის და მით უმეტეს სწავლის გადადების საფუძვლები არ არსებობს, ვინაიდან ყველა სკოლაში მოხდა გადამოწმება და ეს იყო უბრალოდ ცრუ განგაში. რა თქმა უნდა, შესაბამისი სამსახურები უკვე იძიებენ თუ ვინ დგას ამის უკან და რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზნები და ამოცანები“, - განაცხადა ამილახვარმა.

ცნობისთვის: სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ახლად შექმნილ რუსულენოვან „ტელეგრამ“ არხზე თბილისის სკოლებზე ტერაქტების თაობაზე მუქარის შემცველი ინფორმაცია გავრცელდა. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S