
აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია კიევში ჩავიდა
22/04/2024 12:36:07 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ორპარტიული დელეგაცია კიევს ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია აშშ-ის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ოთხი წევრი : „რესპუბლიკელები“ თომას კინი და ნატანიელ მორინი და „დემოკრატები“: ბილ კიტინგი და მადლენ დინი.
საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა ურყევი რჩება.
ცნობისთვის: აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ 21 აპრილს დაამტკიცა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფა. დოკუმენტის თანახმად, უკრაინა მიიღებს 60,84 მილიარდ დოლარს. დახმარების კანონის დამტკიცებისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ხელმოწერის შემდეგ აშშ-ის სამხედრო დახმარების პირველი ნაკადი შესაძლოა, უკრაინაში მომდევნო კვირაში გაიგზავნოს.