Accentnews.ge
პატიმრობიდან გაათავისუფლეს აქტივისტი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე დასწრების მცდელობისას დააკავეს

პატიმრობიდან გაათავისუფლეს აქტივისტი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე დასწრების მცდელობისას დააკავეს

22/04/2024 14:14:15 საზოგადოება

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი და მასწავლებლი მიხეილ მუმლაძე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა, თუმცა მისი საქმის განხილვა გაგრძელდება.

მიხეილ მუმლაძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის (წვრილმან ხულიგნობას) დარღვევას ედავებიან.

მოსამართლემ მიხეილ მუმლაძის სასამართლომ პროცესი 13 მაისს დანიშნა.

მუმლაძე დღეს, 22 აპრილს ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრთან მაშინ დააკავეს, როდესაც თეატრში ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონპროექტებს განიხილავდნენ.

მიხეილ მუმლაძემ განხილვის დაწყების დროს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე არ უშვებდნენ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს მიმართა, რომ შენობაში შეეშვათ.

„ქართულ ოცნებას აქვს საყოველთაო-სახალხო შეხვედრა ხალხთან მესხიშვილის თეატრში და არ მიშვებენ შიგნით. არადა არასრულწლოვანებს და ოჯახის ღირებულებებს ეხება. ოჯახიც მყავს და 300 მოსწავლე კიდე.

მამუკა მდინარაძე უთხარი, შემომიშვან”, - დაწერა მიხეილ მუმლაძემ.

ამ პოსტის გამოქვეყნებიდან ოთხი საათის განმავლობაში მუმლაძეს ცოლი და მეგობრები ეძებდნენ.

„ერთადერთი ვიცით, რომ დილით მივიდა საჯარო განხილვაზე და არ შეუშვეს, რის შესახებაც დაწერა პოსტი და მას შემდეგ გაქრა. შემოვიარეთ პოლიციის განყოფილებები და არსად არ იყო დარეგისტრირებული მისი აყვანის შესახებ ინფორმაცია და არც ოქმი იყო შედგენილი. ახლახან მესამე განყოფილებიდან გვაცნობეს, რომ სასამართლოშია გადაყვანილი და ველოდებით სხდომის ჩანიშვნას“, - თქვა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ქუთაისის ოფისის კოორდინატორმა ლელა მოწონელიძემ, რომელიც მიხეილ მუმლაძის ინტერესებს იცავს.

მმართველ პარტიას მოქმედ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საკმარისი ხმები არ აქვს, თუმცა პროექტის საყოველთაო განხილვები მაინც დაიწყო.

დეპუტატები მოსახლეობასთან შეხვედრას აპირებენ ამბროლაურში - 23 აპრილს, ოზურგეთში - 24 აპრილს, ბათუმში - 25 აპრილს, ზუგდიდში - 26 აპრილს, მესტიაში - 27 აპრილს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S