
"ჰამასის" თავდასხმის გამო ისრაელის სამხედრო დაზვერვის უფროსი გადადგა
22/04/2024 14:38:06 მსოფლიო
22 აპრილს ცნობილი გახდა, რომ თანამდებობიდან გადადგა ისრაელის არმიის დაზვერვის განყოფილების ხელმძღვანელი აჰარონ ჰალივა.
მიზეზად 7 ოქტომბერს ისრაელზე "ჰამასის" მხრიდან მიტანილი იერიშის დროს გამოვლენილი ჩავარდნები დასახელდა.
ჰალივა ისრაელის პირველი მაღალჩინოსანია, რომელიც "ჰამასის" თავდასხმის შედეგად გადადგა.
ისრაელის არმია იწუყება, რომ გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა დაამტკიცა ჰალივას გადადგომის თხოვნა და მას მადლობა გადაუხადა სამსახურისთვის.
7 ოქტომბერს ისრაელზე "ჰამასის" მიერ განხორციელებულ მოულოდნელ თავდასხმას ემსხვერპლა 1200 ადამიანი, 250-მდე პირი ტყვედ აიყვანეს.
საპასუხოდ ისრაელმა ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაცია წამოიწყო, რასაც, ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ემსხვერპლა 34 000-ზე მეტი პალესტინელი, უმეტესობა ბავშვები და ქალები.