
გერმანიასა და ბრიტანეთში 5 პირს ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობას ედავებიან
22/04/2024 14:45:13 მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში ორ პირს ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ბრალი წაუყენეს.
BBC წერს, რომ 32 წლის კრისტოფერ ბერიმ და 29 წლის კრისტოფერ კეშმა უცხო სახელმწიფოს „სტატიები, ჩანაწერები, დოკუმენტები ან ინფორმაცია“ გადასცეს.
ლონდონის პოლიციის ანტიტერორისტული დეპარტამენტის ცნობით, ბრალდებები სერიოზულია და დეპარტამენტის უფროსმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ.
ეჭვმიტანილების სასამართლო პროცესი 26 აპრილს გაიმართება.
22 აპრილს ცნობილი გახდა, რომ გერმანიაში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.