ლიეტუვამ უკრაინას M577 ჯავშანტექნიკის პარტია გადასცა

23-04-2024 14:54:00 მსოფლიო

ლიეტუვამ უკრაინისთვის M577–ს სამეთაურო-საშტაბო ჯავშანტექნიკის პარტიის გადაცემის შესახებ განაცხადა.

ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯავშანტექნიკის პარტია უკრაინაში 23 აპრილს ჩავიდა. ზუსტი რაოდენობა უცნობია.

უწყებაში აღნიშნეს, რომ მათ წელს უკრაინას უკვე გაუწიეს 84 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება და მიზნად ისახავენ ამ იმპულსის შენარჩუნებას.

შაბათს ლიეტუვამ უკრაინისთვის მსუბუქი საბრძოლო თვითმფრინავის L-39ZA Albatros გადაცემის შესახებ განაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები