Accentnews.ge
წულუკიანი – ტელევიზიებისთვის ინკასოს დადებაზე: "ხალხს უნდა დაუბრუნდეს ფული, რომელიც ეკუთვნის"

წულუკიანი – ტელევიზიებისთვის ინკასოს დადებაზე: "ხალხს უნდა დაუბრუნდეს ფული, რომელიც ეკუთვნის"

26/12/2019 11:26:30 საზოგადოება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რიგი ტელეკომპანიებისთვის ინკასოს დადების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ხალხს უნდა დაუბრუნდეს ფული, რომელიც ეკუთვნის".

“შერჩევითი ისაა, როდესაც ზოგი ტელევიზია იხდის გადასახადს და ზოგი არა და ვინც არ იხდის მას სახელმწიფო პატიობს - ესაა შერჩევითი. ამიტომ, ეს შერჩევითობა უნდა დასრულდეს და ყველა კერძო კომპანიამ, მათ შორის ტელევიზიებმაც, გადაიხადონ ის დავალიანება, რაც უკვე მრავალი თვეა აქვთ სახელწიფო ბიუჯეტის წინაშე. ეს სახელმწიფო ბიუჯეტი არ ეკუთვნის რომელიმე მინისტრს, ან კერძო კომპანიას. ეს სახელმწიფო ბიუჯეტი ეკუთვნით მათ, ვინც ჩვენ გვისმენს, ანუ ხალხს. შესაბამისად, ხალხს უნდა დაუბრუნდეს ის ფული, რომელიც ეკუთვნის", – განაცხდა წულუკიანმა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ ტელევიზიებზე ინკასოს დადებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ორმაგ სტანდარტად აფასებენ. ოპოზიციის განცხადებით, მმართველ გუნდს ტელევიზიებთან დაკავშირებით ორმაგი სტანდარტი აქვს და თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლას ახდენენ.

უმრავლესობაში კი ორმაგ სტანდრტს გამორიცხავენ. ტელეკომპანიებს "რუსთავი 2"-ს, "პირველსა" და "კავკასიას" ანგარიშებზე ინკასო გუშინ დაედო.

შეგახსენებთ, რომ 23 დეკემბერს ფინანსთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ტელევიზიებს დავალიანების ძირი თანხის დასაფარად ერთ დღეს აძლევდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S