ჯანდაცვის მინისტრსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ვაქცინაციაზე განსხვავებული პოზიციები აქვთ
26/12/2019 11:50:48 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ჯანდაცვის მინისტრის საპირისპირო განცხადებას აკეთებს და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაცია ყველა ქვეყანაში რეკომენდირებულია მაღალი რისკ-ჯგუფებისთვის და მისი ჩატარება მნიშვნელოვანია:
"გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ შედის აუცილებელ ანუ მანდატორულ აცრათა კალენდრებში არც ერთი ქვეყნის, მათ შორის საქართველოშიც. მაგრამ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პრევენციული საშუალება გრიპის პროფილაქტიკისა. ამიტომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდირებულია უპირველეს ყოვლისა მაღალი რისკ-ჯგუფებისთვის".
ცნობისთვის: გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ შემდეგი განაცხადა: „ვაქცინა არ არის პანაცეა და აქედან გამომდინარე, მე არ ვთვლი, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არის საჭირო გრიპის ვირუსზე“.


