Accentnews.ge
"გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ოპოზიციამაც თავისი რესურსები უნდა გამოიყენოს"

"გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ოპოზიციამაც თავისი რესურსები უნდა გამოიყენოს"

26/12/2019 12:17:38 კონფლიქტები, საშინაო პოლიტიკა

ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, ოპოზიციამ საკუთარი რესურსები უნდა გამოიყენოს - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ვაჟა ექიმის გათავისუფლების საკითხი არ უნდა იყოს დაპირისპირებების მიზეზი.

"სახელმწიფომ, პოლიტიკურმა სტრუქტურებმა თავის ხაზებით უნდა იმუშაოს. მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციამაც თავისი რესურსები უნდა გამოიყენოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს დაპირისპირების თემა. ეს არის ისეთი თემა, სადაც ყველა ერთად უნდა იდგეს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S