Accentnews.ge
ბიბილოვი - ახალგორელებს: “ჩამოყალიბდით, გსურთ თუ არა მუდმივად ცხოვრება დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე”

ბიბილოვი - ახალგორელებს: “ჩამოყალიბდით, გსურთ თუ არა მუდმივად ცხოვრება დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე”

26/12/2019 17:37:05 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი ახალგორის რაიონის ფაქტობრივ ტყვეობაში მყოფ მოსახლეობას, რომელიც გადასასვლელების სამი თვის წინანდელ ჩაკეტვამდე ხშირად გადადიოდა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მათ შორის – ქართული პენსიის ასაღებად, ურჩევს, “ჩამოყალიბდეს, სურს თუ არა მუდმივად ცხოვრება დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე”.ეს ულტიმატუმი მან ადგილობრივებს დღეს რაიონში ვიზიტის დროს გამართულ შეხვედრაზე წაუყენა.“ჩვენ გადასასვლელების ჩაკეტვის განზრახვა არ გვქონია, სანამ საქართველო არ შემოიჭრა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და წნელისთან უკანონო საგუშაგო არ განათავსა. უნდა შეიგნოთ, რომ ჩვენ ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ, რომელსაც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ჰქვია. როგორც პრეზიდენტი, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რაიონების მოსახლეობას ვერ გავყოფ და თუ მტრული ზრახვები ერთ რომელიმე რაიონს ეხება, ისინი ვრცელდება მთელს რესპუბლიკაზე, ეხება ყველას. ჩვენ საერთო პოლიტიკა გვაქვს. დაუშვებელია, ლენინგორის მოსახლეობის ფასეულობები მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე იყოს კონცენტრირებული მაშინ, როცა წნელისის მოსახლეობა ამ ქართული საგუშაგოს სიახლოვეს იარაღის ლულამიშვერილი ცხოვრობს. ჩვენ ერთნი ვართ და მტერსაც ერთად უნდა ვებრძოლოთ” - განუცხადა ადგილობრივებს ბიბილოვმა და დასძინა, რომ “ვინაიდან პრობლემა არა მან და სამხრეთ ოსეთმა შექმნეს, არამედ საქართველოს ხელისუფლების ქმედებამ, პრობლემაც არა მისი და სამხრეთ ოსეთის გადასაწყვეტია და ამ მიზნით მათ საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიმართონ”:

“მიმართეთ საქართველოს ხელისუფლებას და გამოთქვით საკუთარი პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ გადასასვლელები მათი გაუაზრებელი და პროვოკაციული ქმედებების გამო ჩაიკეტა. სთხოვეთ, შეცვალონ პოლიტიკა სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთა მიმართ”.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ “თუ ვინმეს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის სურვილი აქვს, ამაში ხელს არავინ უნდა უშლიდეს”:

“საზღვრის კვეთა საცხოვრებელი ადგილის არჩევანს არ უკავშირდება. თუ ადამიანს მისი შეცვლა სურს, მას პრობლემები არ უნდა ექმნებოდეს. ამავე დროს, უცხოეთში დარჩენილი მოქალაქეები, რომლებიც ახლა საქართველოში ჩარჩნენ, უნდა დაბრუნდნენ. ვითარება, რომელზეც დღეს ვმსჯელობთ, არ დასრულდება, სანამ ადამიანები პენსიებს საქართველოში იღებენ და ოსურ მიწაზე ცხოვრობენ – ეს უნდა დასრულდეს! ვინც მომავალს სამხრეთ ოსეთს უკავშირებს, აქაური მოქალაქეობა უნდა ჰქონდეს და ადგილობრივი პენსიაც. ჩამოყალიბდით, სად gსურთ – გსურთ თუ არა მუდმივად ცხოვრება დამოუკიდებელ სამხრეთ ოსეთში».

ბიბილოვის თქმით, ოსური ე.წ. პასპორტების გაცემა გრძელდება და წლის განმავლობაში “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა” 200-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

ოსური მედიის ინფორმაციით, დე ფაქტო პრეზიდენტი ადგილობრივებს მედიკამენტებითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას დაჰპირდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S