რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში დაბლოკა რეზოლუციის პროექტი კოსმოსში ბირთვული იარაღის განლაგების აკრძალვის შესახებ

25-04-2024 11:04:46 მსოფლიო

რუსეთმა გაერო–ს უშიშროების საბჭოში დაბლოკა აშშ-ისა და იაპონიის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი კოსმოსში ბირთვული იარაღის განლაგების აკრძალვის შესახებ. დოკუმენტს 15 ქვეყნიდან 13-მა მისცა ხმა. ჩინეთმა კენჭისყრაში თავი შეიკავა.

კენჭისყრის დაწყებამდე გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ რეზოლუციის ტექსტს "ხუმრობა" უწოდა. თავის მხრივ, აშშ-ს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ რობერტ ვუდმა თქვა, რომ თუ რუსეთი წინაღმდეგ მისცემდა ხმას, გაჩნდება კითხვა, „აქვთ თუ არა რაიმე დასამალი“.

რეზოლუციის ტექსტი შედგება რვა პუნქტისგან, რომელთაგან ერთი შეიცავს ორბიტაზე გაშვებისთვის განკუთვნილი ბირთვული იარაღის შემუშავების აკრძალვას, ციურ სხეულებზე ასეთი იარაღის დაყენებას და გარე სივრცეში სხვაგვარად განთავსებას. დოკუმენტი ასევე მოითხოვს 1967 წლის კოსმოსზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, კერძოდ, „არ განთავსდეს ბირთვული იარაღი ან მასობრივი განადგურების იარაღი დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე“. თუმცა, შეთანხმებაში ასეთი იარაღის შემუშავების აკრძალვა არ ყოფილა. შეთანხმების მხარეა 114 სახელმწიფო, მათ შორის ქვეყნები, რომლებიც არიან გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები.

ნებენზიამ დოკუმენტის მხარდაჭერაზე უარი იმით ახსნა, რომ მისი თქმით, აკრძალვა ასევე უნდა ეხებოდეს ჩვეულებრივ იარაღს და არა მხოლოდ ბირთვულ იარაღს. შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა რეზოლუციის ტექსტში რუსეთისა და ჩინეთის მიერ შემოთავაზებული პუნქტის კოსმოსში ნებისმიერი სხვა ტიპის იარაღის განთავსებაზე უარის თქმის შესახებ.

აშშ- მიიჩნევს, რომ რუსეთი ამუშავებდეს სატელიტსაწინააღმდეგო კოსკომში განთავსებულ ბირთვულ იარაღს, რომლის გამოყენებამაც შესაძლოა გამოიწვიოს ქაოსი და შეფერხება ყველა კომუნიკაციაში - სამხედრო კომუნიკაციებიდან დაწყებული ტელეფონით დამთავრებული.

მოსკოვმა ადრე განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსებას და უარყო რომ დაკავებულია ასეთი იარაღის წარმოებით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები