25-04-2024 12:44:35 ევროპა
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ბოდიში მოიხადა სლოვენიელების "ამაზრზენად" მოხსენიებისთვის. მის განცხადებას Politico ციტირებს.
ვუჩიჩი ამჟამად ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც კოსოვოს შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობს.
შეხვედრის ფარგლებში მან გააკრიტიკა სლოვენია, უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი და დაადანაშაულა იგი აშშ-სა და შვეიცარიასთან „შეთქმულებაში“, რათა კოსოვოს დელეგაციას მისცეს უფლება, სესიაზე მიეყვანათ სერბეთის ძალების მხრიდან გაუპატიურების მსხვერპლი1998-1999 წლების ომის დროს, რამაც სერბეთის დელეგაციის აღშფოთება გამოიწვია.
„რთული სათქმელია, ვინ იყო უფრო ამაზრზენი, სლოვენიელები თუ ვინმე სხვა“, - თქვა ვუჩიჩმა ამ კვირის დასაწყისში.
სერბეთის პრეზიდენტის სიტყვებს ლუბლიანას სწრაფი რეაქცია მოჰყვა. ამის შემდეგ ვუჩიჩმა ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ ის არ გულისხმობდა ყველა სლოვენიელს, არამედ მხოლოდ მათ პოლიტიკოსებს.
ვუჩიჩმა დასძინა, რომ მას ბევრი მეგობარი ჰყავს სლოვენიაში, მაგრამ ის "შეამცირებს" ვიზიტებს ქვეყანაში.
მან ასევე ბელგრადში მიიწვია სლოვენიის პრემიერ–მინისტრი და პრეზიდენტი პირადი საუბრისთვის.