Accentnews.ge
თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედროების შვილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედროების შვილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

27/12/2019 06:40:43 თავდაცვა, რეკლამა

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს გასართობ ცენტრში უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებაზე მინისტრმა დაღუპული სამხედროების შვილებს დამდეგი შობა- ახალი წელი მიულოცა, წარმატება უსურვა და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად საახალწლო საჩუქრები გადასცა. საახალწლო ღონისძიებაზე ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასართობი ცენტრის ატრაქციონებითა და ბოულინგით ესარგებლათ. სპეციალურად ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის ინტელექტუალური და სახალისო თამაშებიც გაიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S