
26 აპრილს ვორკშოპი - რეგიონული დინამიკა: სომხეთ-აზერბაიჯანისა და სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები გაიმართება
25/04/2024 11:03:00 პოლიტიკა, რეკლამა
ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისისა“ და აზერბაიჯანული კვლევითი ორგანიზაციის, თოფჩუბაშოვის ცენტრის ერთობლივი ინიციატივის, თოფჩუბაშოვ-ჩხეიძის ფორუმის ფარგლებში, სომხეთ-აზერბაიჯანისა და სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების თემაზე 2024 წლის 26 აპრილს ვორკშოფი გაიმართება.
"ვორკშოპის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ და აზერბაიჯანელ ანალიტიკოსებს შორის დიალოგს რეგიონის აქტუალური საკითხების ირგვლივ.
დისკუსიის განხილვის საგანი იქნება: 1. სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესი: მიმდინარე გამოწვევები; 2. სომხეთ-საქართველოს პოზიციების დაახლოება.
ვორკშოპში მონაწილეობას მიიღებენ:
- ვიქტორ ყიფიანი, „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე;
- რუსიფ ჰუსეინოვი, „თოფჩუბაშოვის ცენტრის“ დირექტორი და თანადამფუძნებელი;
- ბექა ბოჭორიშვილი, „ჯეოქეისის“ მკვლევარი;
- ზაურ შირიევი, დამოუკიდებელი მკვლევარი.
აღნიშნული დიალოგი ხელს შეუწყობს რეგიონთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მოსაზრებების გაცვლას და თემატურ განხილვებს, რაც მნიშვნელოვანია პრობლემატიკის კომპლექსურობის უკეთ გასაგებად, ასევე რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისათვის", – ნათქვამია "ჯეოქეისის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021