
ლარის კურსი 29 მაისს
29/05/2019 05:49:09 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7876 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0065 ლარით დაეცა.
29 მაისს ერთი ამერიკული დოლარი 2.7876 ლარი ღირს, ერთი ევრო – 3.1182, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5338 ლარი.
28 მაისს ერთი ამერიკული დოლარი 2.7811 ლარი ღირდა, ევრო – 3.1129, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5275 ლარი.
საქართველოს მთავრობა ლარის კურსის გაუფასურებას საგარეო ფაქტორებს უკავშირებს, ეკონომისტთა ნაწილი კი არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას.
"ის, რომ დღეს ლარი უფასურდება რაღაც რეკორდულ მაჩვენებლამდე, არის იმ წლების განმავლობაში დაგროვებული არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის ბრალი. ამ გაუფასურებით თუ ვინმე ზიანდება არის მოსახლეობა და ისედაც ამ სიდუხჭირეში მყოფი ადამიანები,"-აცხადებს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი.