პარლამენტთან "აგენტების კანონის" წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

25-04-2024 22:08:30 საზოგადოება

პარლამენტთან "აგენტების კანონის" წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ კანონპროექტის გაწვევაა.

კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებმა, რომლებიც ყოველდღიურად იკრიბებიან პარლამენტის შენობის წინ მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" პირველი მოსმენით მიიღო სადავო კანონპროექტი, გუშინდელი პროტესტის მსგავსად, ხელის აწევით დააფიქსირეს, სურდათ თუ არა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა და მსვლელობის დაწყება.

ამ მომენტში რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.

პარლამენტის წინ გამოჩნდა პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლებული ლაზარე გრიგორიადისიც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები