Accentnews.ge
შსს–ში საკადრო ცვლილებაა

შსს–ში საკადრო ცვლილებაა

27/12/2019 09:12:03 საშინაო პოლიტიკა

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის მოადგილედ გიორგი ბუთხუზი დაინიშნა.

გიორგი ბუთხუზი ამ დრომდე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა, 2016-2019 წლებში კი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

გიორგი ბუთხუზს 2013 - 2016 წლებში სსიპ "სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის" დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

გიორგი ბუთხუში 2008 წლის ომის ვეტერანია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S