სტოლტენბერგი: უკრაინის გამარჯვებისთვის ჯერ გვიანი არ არის, რადგან მეტი დახმარება გზაშია

26-04-2024 00:17:25

NATO–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, "უკრაინის გამარჯვებისთვის ჯერ გვიანი არ არის, რადგან მეტი დახმარება გზაშია". ამის შესახებ მან ბერლინში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

"გასულ კვირას ნატოს თავდაცვის მინისტრებსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის გამართულ შეხვედრაზე, მოკავშირეებმა აღიარეს გადაუდებლობა და შეთანხმდნენ, გაზარდონ ჩვენი მხარდაჭერა. მივესალმები იმ ფაქტს, რომ აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა 60 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი უკრაინისთვის", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები