"ახალი პარადიგმა თავდაცვის სფეროში" – შოლცი მაკრონის იდეებს მხარს უჭერს

26-04-2024 10:47:39 ევროპა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მხარი დაუჭირა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის იდეებს, რომლებიც მან 25 აპრილს სორბონის უნივერსიტეტში გამოსვლისასა გააჟღერა.

"საფრანგეთსა და გერმანიას ერთად სურთ, რომ ევროპა ისევ ძლიერი იყოს. თქვენი გამოსვლა შეიცავს კარგ იმპულსებს ამის მისაღწევად. ჩვენ ერთად წავიყვანთ ევროკავშირს წინ: პოლიტიკურად და ეკონომიკურად. სუვერენული და ინოვაციური ევროკავშირისთვის! გაუმარჯოს ევროპას!" - წერს შოლცი მაკრონს სოციალურ ქსელ X-ის გვერდზე.

მაკრონმა სორბონის უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა, რომ იმ პირობებში, როდესაც მეზობლებმა აგრესიის გამოვლენა დაიწყეს, ევროპას საკუთარი თავისთვის საიმედო თავდაცვის კონცეფციის შექმნა სჭირდება.

"ეს არის ის, რაც ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავაკეთოთ და ეს არის ახალი პარადიგმა თავდაცვის სფეროში," - აღნიშნა მაკრონმა.

მან თქვა, რომ "ევროპას უნდა შეეძლოს დაიცვას ის, რაც მისთვის ძვირფასია, თავის მოკავშირეებთან ერთად, როდესაც ისინი მზად იქნებიან ამისათვის და საჭიროების შემთხვევაში, მარტოც."

მან ასევე თქვა, რომ კონტინენტი არ უნდა გახდეს ვასალი:

"არსებობს რისკი, რომ ჩვენი ევროპა შეიძლება მოკვდეს. ჩვენ არ ვართ რისკების დასაძლევად შესაბამისად აღჭურვილი".

ემანუელ მაკრონი მხარს უჭერს ევროპული სამხედრო აკადემიის შექმნას "მომავალი ევროპელი სამხედრო და სამოქალაქო ლიდერის მომზადებისთვის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში."

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა ინიციატივა შეიქმნას "სწრაფი რეაგირების ძალები, რომელიც 2025 წლისთვის შეძლებს მტრულ გარემოში 5000-მდე ჯარისკაცის სწრაფად გადასროლას, განსაკუთრებით ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად."

ახალი ამბები

სხვა სიახლეები