მედია: ომიდან რუსეთში დაბრუნებულმა მებრძოლებმა მოკლეს და დაასახიჩრეს 200 ადამიანი

26-04-2024 10:57:32 მსოფლიო

უკრაინის ომიდან შინ დაბრუნებულმა რუსმა სამხედროებმა მოკლეს და დაჭრეს 200–ზე მეტი თანამოქალაქე, – ამის შესახებ გამოცემა "Вёрстка“ ღია მონაცემების გაანალიზების საფუძველზე იუწყება.

რუსული მედიის ცნობით. უკრაინის ომიდან დაბრუნებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა ადამიანის სიკვდილით დასრულებული, სულ მცირე, 84 დანაშაული ჩაიდინეს, მათ შორის – განზრახ მკვლელობა და სხეულის განზრახ დაზიანება. შედეგად დაღუპულია რუსეთის 107 მოქალაქე. ასობით ადამიანმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

როგორც გამოცემა წერს, საუბარია, მხოლოდ სამართალდამცველების მიერ ოფიციალურად აღრიცხულ დანაშაულებზე, რომლის მიხედვით, ბრალი წარედგინა 176 სამხედროს, მათ შორის 91 პირი შეწყალებული პატიმარია.

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული 134 განაჩენიდან, სამი შემთხვევიდან ორში შემამსუბუქებელ გარემოებად მიჩნეულია ომში მონაწილეობა.

42 საქმეში სასამართლომ შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნია „დაზარალებულთა უკანონო მოქმედებები“, ასეთად მოსამართლეებმა „სამხედრო მოქმედებების კრიტიკა“ დაასახელეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები