Accentnews.ge
კიევში ადასტურებენ, რომ გერმანიაში მოკლული უკრაინელები სამხედროები იყვნენ

კიევში ადასტურებენ, რომ გერმანიაში მოკლული უკრაინელები სამხედროები იყვნენ

29/04/2024 07:07:20 მსოფლიო

გერმანიის პოლიცია იძიებს უკრაინის ორი მოქალაქის მკვლელობას. დაკავებული ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქეა. კიევში დაადასტურეს, რომ მოკლული არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები.

დანაშაული 27 აპრილს მოხდა ბავარიის მხარის ქალაქ მურნაუში. 36 წლის უკრაინელი კაცი დანით მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მძიმედ დაჭრილი 23 წლის კაცი – საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ.

თავდამსხმელი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ ის მოგვიანებით დააკავა. 57 წლის ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქეა. ის თავდასხმის ადგილის მახლობლად ცხოვრობდა. პოლიცია ეჭვმიტანილის ვინაობას და დანაშაულის მოტივს ჯერჯერობით არ ასახელებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 28 აპრილს, გვიან ღამით, გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომ მოკლული უკრაინელები სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ და გერმანიაში სამედიცინო რეაბილიტაციის მიზნით იმყოფებოდნენ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დმიტრი კულებას გერმანიის სამართალდამცავებთან მუდმივი კონტაქტი აქვს, რათა დამნაშავემ პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით აგოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S