ოხანაშვილმა სხდომიდან რიგით მე–12 ოპოზიცონერი დეპუტატი გააძევა

29-04-2024 16:19:54 პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც "აგენტების" შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ, კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზიდან ამჯერად ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკა მაჭუტაძე გააძევა.

გადაწყვეტილების მიღების მიზეზად რეგლამენტის დარღვევა დასახელდა.

მანამდე, ოხანაშვილმა დარბაზი ოპოზიციონერ დეპუტატებს – ხატია დეკანოიძეს, დავით ხაჯიშვილს, გიორგი გოდაბრელიძეს, გიორგი ვაშაძეს, ლევან ბეჟაშვილს, თამარ კორძაიას, სალომე სამადაშვილს, თაკო ჩარკვიანს, ანა წითლიძეს, ლევან ხაბეიშვილსა და ქეთევან თურაზაშვილს დაატოვებინა.

Новости

Другие новости