Accentnews.ge
„კილაძეების როლია, შეავსონ ის დანაკლისი, რომელიც "ოცნებას" „ტროლების“ გაუქმებული გვერდების შემდეგ შეექმნა“

„კილაძეების როლია, შეავსონ ის დანაკლისი, რომელიც "ოცნებას" „ტროლების“ გაუქმებული გვერდების შემდეგ შეექმნა“

27/12/2019 14:05:52 საშინაო პოლიტიკა

„კილაძეების როლია შეავსონ ის დანაკლისი, რომელიც „ტროლების“ გაუქმებული გვერდების შემდეგ შეექმნა "ქართულ ოცნებას", – ასე ეხმიანება დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ყოფილი თანაგულდელის, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებას „ბესელიას შესაძლო კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით“.

„სხდომაზე, რომელსაც კილაძე ახსენებს, მარტო ივანიშვილმა კი არ გააჩერა და უთხრა სისულელეებს ლაპარაკობო, არამედ ვერავინ ვერ გაიგო იგი რას ლაპარაკობდა. კილაძეს თავისმა კოლეგებმაც დასცინეს და უთხრეს, რომ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივი. [...] როდესაც აღარ არის „ტროლები“, ბოტები“, გააუქმეს მათი გვერდები, ახლა მათ როლში გამოჩნდნენ კილაძეები, მათი როლია შეავსონ ის დანაკლისი, რაც ამ გაუქმებული გვერდების შემდეგ შეექმნა "ქართულ ოცნებას", – განაცხადა ბესელიამ.

სოფიო კილაძეს ეკა ბესელიას შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე კითხვები აქვს. იგი ყოფილი თანაგუნდელის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აპირებს:

„როცა გავხდი ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაშინ ის კითხვის ნიშნები, რომელიც არსებობდა საზოგადოებაში ამ ქალბატონის მიმართ მის შესაძლო კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო გამიმრავლდა და ამ კითხვების შესახებ დავიწყე გუნდში საუბარი. ეს იყო საფუძველი იმისა, რომ ქალბატონმა ბესელიამ მე აღმიქვა პირად მტრად. უმრავლესობის ერთ-ერთ სხდომაზე, რომელსაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა და მას მიჰყავდა ეს სხდომა, მე მოვითხოვე კონკრეტულ კითხვებზე პასუხების გაცემა ქალბატონი ეკა ბესელიას მხრიდან, რაზეც მას თავად ჰქონდა ძალიან ნეგატიური რეაქცია და მოაწყო ის გარკვეული სცენები. მას გადაეფარა ასევე ბატონი გოგიჩაიშვილი და ბატონი გედი ფოფხაძე და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მთხოვა მე, რომ შემეჩერებინა ამ კითხვების დასმა, იმიტომ, რომ არ გამწვავებულიყო სიტუაცია კიდევ უფრო მეტად. [...] მიუხედავად იმისა, რომ ბესელია პირად მტრად აღმიქვამდა, ეს პროცესი ჩემთვის სასიამოვნო არ არის და დადებითად არ ვარ იმ პროცესზე განწყობილი, რომელიც შეიძლება, დაიწყო და შეიძლება დაიწყოს კიდეც. ვალდებული ვარ, შესაბამის უწყებებს მივაწოდო ჩემ ხელთ არსებული ინფორმაცია, თუ დაინტერესდებიან“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S