
ბიძინა ივანიშვილი არჩევნების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობას" "მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენის" გამოტანით ემუქრება
29/04/2024 17:32:33 ციტატა
"არჩევნების შემდეგ ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას გამოვუტანოთ მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენიც, რომელსაც ის 9–წლიანი სისხლიანი მმართველობისა და 12–წლიანი მაოხრებელი გზირობისთვის იმსახურებს. არჩევნების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" მკაცრად აგებს პასუხს, ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან ორი ათწლეულის მანძილზე ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა", – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა რუსთაველის გამზირზე გამართულ საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.