
კახა გოგოლაშვილი – ბიძინა ივანიშვილზე: თუ ღმერთმა გადაწყვიტა ვინმეს დაღუპვა, ის ჯერ განსჯის უნარს ართმევს მას
29/04/2024 18:53:03 ციტატა
"გაოცებული ვარ არა იმით, რაც მოვისმინე, არამედ იმ თავხედობით, რითაც ეს გულში აქამდე კარგად დამალული ზრახვები ასე ღიად იქნა გაცხადებული. საინტერესოა, თავად "ოცნების" ლიდერები თუ მოელოდნენ მათი ფეტიში ასეთ შარში, რომ ხვევდა? ეგონათ, რომ მათი მამა-მარჩენალი და დასაყრდენი პირდაპირ გამოუცხადებდა ომს დასავლეთს და ამაში მათაც ჩაითრევდა? წილი ნაყარია და ბიძინას აღარ აქვს იმედი, რომ დასავლეთი მას აპატიებს რუსეთთან კოლაბორაციონიზმს, ამიტომ გადაწყვიტა მხარის საბოლოოდ არჩევა. მან რუსეთთან ყოფნა აირჩია. ყველაზე დამთრგუნველი ისაა, თუ როგორ მდაბიოებივით ექცევა ის თავის მხადამჭერებს, რომლებიც მთლად გონებაჩლუნგი გონია. ის პირდება მათ, რომ საზიზღარ ევროკავშორში მაინც შეიყვანს საქართველოს, ოღონდ მანამდე გაანადგურებს ევროკავშირის "აგენტებს" და ასევე აშშ-ის აგენტებს "ნაცმოძრაობის" სახით. მანამდე, კი აუცილებელია, რომ ამ ხალხმა ის ხელისუფლებაში კვლავ დატოვოს, რომ მერე უფრო გაბედულად ჩაატაროს "ნაცმოძრაობის" "რიტუალური მკვლელობა". მეგობრებო, დემონიურ თავხედობას და ხალხის ბნელი ზრახვების ზედაპირზე მანტრებით გამოძახებას არავისთვის მოუტანია სიკეთე. ვინც ქარს დასთესს, ქარიშხალს მოიმკის. და, თუ ღმერთმა გადაწყვიტა ვინმეს დაღუპვა, ის ჯერ განსჯის უნარს ართმევს მას", – ამის შესახებ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი და რონდელის ცენტრის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს.